ზუგდიდში პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტები გააპროტესტეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობის წინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პლაკატებით მივიდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, უნდა შეიცვალოს სისტემა. შეკრებილებმა წარწერების გაკეთება სცადეს, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. სამხარეო პოლიციის სამმართველოსთან ათეულობით სამართალდამცავი იყო მობილიზებული. აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.