აქცია რუსთაველის გამზირზე

21:36, 27.07.2019

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 38-ე დღეა, აქცია „სირცხვილია“ იმართება. აქციის მონაწილების მოთხოვნა უცვლელია, ისინი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღეს აქციაზე 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულთა ოჯახის წევრებიც მივლენ. მათივე ინფორმაციით, აქცია ჩვეულ რეჟიმში ჩაივლის და მსვლელობა არ იგეგმება.

 

მსგავსი