ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილე
გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, საზოგადო მოღვაწისა და ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილე აღინიშნა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გამართა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ანსამბლი მაყურებლის წინაშე კლასიკური პროგრამით წარდგა. ანზორ ერქომაიშვილის იუბილე მის მშობლიურ მხარეში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.