ანსამბლმა „რუსთავმა“ რეპეტიციები განაახლა

22:05, 03.06.2025

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ რეპეტიციები განაახლა. ანსამბლის გაერთიანებულ რეპეტიციას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე დაესწრო, რომელიც ანსამბლის ხელმძღვანელებსა და შემოქმედებით კოლექტივს შეხვდა. შეხვედრაზე თინათინ რუხაძემ ანსამბლს ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მსგავსი