თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტს უმასპინძლეს. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის მიზანი ქართული ფოლკლორის თანამედროვე სტანდარტებთან შეთავსებაა. ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობა სცენაზე ახალი ვიზუალური და სცენოგრაფიული ეფექტებით გაცოცხლდა, რაზეც რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა და მხატვარმა თამარ ფოცხიშვილმა იმუშავეს. კონცერტი ანზორ ერქომაიშვილისა და ფრიდონ სულაბერიძის შემოქმედებითი გზის გაგრძელებაა. პროექტი მიზნად ისახავს, ქართული სიმღერა და ცეკვა საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო დინამიკური და მიმზიდველი გახდეს.