ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი

თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ საპრემიერო კონცერტი გაიმართა. ანსამბლის ახალი პროექტი – „ბალადა სიყვარულზე“ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა. მასში ანსამბლ „რუსთავის“ სამოცამდე მოცეკვავე და მომღერალთა სრული გუნდი მონაწილეობდა.

კონცერტის პროგრამა ანსამბლის საარქივო მასალებზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებსა და ცეკვებზე დაყრდნობით შეიქმნა. კონცერტზე გაჟღერდა ანზორ ერქომაიშვილის, ოთარ თაქთაქიშვილისა და ზურაბ კირვალიძის ნაწარმოებები.