ანსამბლ „ბასიანის“ 25 წლის იუბილე

15:33, 22.12.2025

ანსამბლ „ბასიანის“ 25 წლის იუბილე აღინიშნა ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში. ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები და ქართველი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები შეასრულა.

ანსამბლი „ბასიანი“ 2000 წელს საქართველოს საპატრიარქოში ჩამოყალიბდა. 2013 წლიდან მას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა.

მსგავსი