კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევი იქნება, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა. ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „ნებისმიერი სცენარის მიხედვით“ ორპარტიული თანამშრომლობის ერთგულია, რათა შენარჩუნდეს ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების დახმარება.
სალივანის განცხადების შემდეგ, პენტაგონმა უკრაინისთვის დამატებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.