ამერიკის პრეზიდენტის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტი ამ ეტაპზე უკრაინისთვის ამერიკული ავიაგამანადგურებლების მიწოდების საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტმა ჩინეთის მიერ წარდგენილ „სამშვიდობო გეგმაზეც“ ისაუბრა და თქვა, რომ ამ გეგმას მხოლოდ რუსეთისთვის სასარგებლოდ მიიჩნევს. „თუ პუტინი ტაშს უკრავს მას, როგორ შეიძლება, ეს კარგი იყოს? – განაცხადა ბაიდენმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს მიაწვდის, აშშ საპასუხო ზომებს მიიღებს.