პუტინს არ შეუძლია მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის მითვისება, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ბაიდენის თქმით, პუტინის ქმედებები იმის ნიშანია, რომ მას უჭირს. ამერიკის ლიდერის თქმით, შეერთებული შტატები და ნატო-ს ალიანსი ტერიტორიის დასაცავად მზადაა.
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის 12.3 მილიარდი დოლარით დახმარებას ითვალისწინებს.