ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, 20 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა – განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა. ჯო ბაიდენი პოლონელ კოლეგას და სხვა პირველ პირებს შეხვდება. ამერიკის პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლისთავს ემთხვევა. შტატებში ამბობენ, რომ ჯო ბაიდენი ვიზიტის დროს ევროპელ კოლეგებთან უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.