ალოობის სეზონი კახეთში

21:23, 12.07.2025

კახეთში ალოობის სეზონი აქტიურ ფაზაშია. მაღალი მოსავლიანობა და ხარისხიანი მარცვლეული – წელს კახელი მეხორბლეებისთვის მოსავლის აღების სეზონი ოპტიმისტურად დაიწყო. ალოობას, რომელიც რეგიონისთვის ეკონომიკურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია, ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება.

დედოფლისწყაროში ხელისუფლების წარმომადგენლები მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო როგორც ლოგისტიკურ კოორდინაციას, ისე სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს. წელს ხორბლის აღების პროცესში 300-მდე კომბაინია ჩართული. 

მსგავსი