ალოობა კახეთში

18:20, 12.07.2025

პარლამენტის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის მინისტრი დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ და ალოობის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა მოსავლის აგროვადებში აღებისა და დაბინავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროცესის კოორდინაციის მიზნით გახსნილია საორგანიზაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ლოგისტიკური ჯაჭვის გამართულ მუშაობას. ასევე მინისტრმა ყურადღება მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერისა და დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილა. წელს ხორბლის აღების პროცესში 300-მდე კომბაინია ჩართული, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ სახელმწიფოს მხარდაჭერითაა შეძენილი.

მსგავსი