ალექსეი დანილოვის განცხადება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ მომავალი რამდენიმე თვე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მისივე თქმით, რუსეთიც და უკრაინაც გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ალექსეი დანილოვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურად ვალერი გერასიმოვის დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა. „შემდეგი ორი-სამი თვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და თითქმის გადამწყვეტი ამ ბრძოლაში, რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით და ემზადება ჩვენი აგრესორი მტერიც“, – აღნიშნა დანილოვმა.