„მართალია, რიგითი მოქალაქეების რწმენაზე, რომ ჩვენ სწრაფად და გავიმარჯვებდით, პასუხისმგებლობა პირადად მე მეკისრება, თუმცა არ გავურბივარ ამ პასუხისმგებლობას, იმ დროს მე შევქმენი ილუზია, რათა გადავრჩენილიყავით, დღეს ამ ილუზიას ვანგრევ, რომ გადავრჩეთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ უკრაინა არჩეულ პოლიტიკას გააგრძელებს, მაშინ მან ნატო-ში გაწევრიანება უნდა დაივიწყოს. „ასე გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ ზოგიერთ გარანტიაზე გაწევრიანების გარეშე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, შეგიძლიათ გაეცნოთ NBC-ის სტატიას. ერთი წლის შემდეგ კი, ესეც არ მოხდება. იქნება კიდევ ერთი მინსკის შეთანხმება ახალი სახელით. თუმცა ამ სიტუაციის გამოსწორება კიდევ შესაძლებელია, იფიქრეთ ამაზე“, – წერს არესტოვიჩი.