ალექსეი არესტოვიჩის განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ შანსები საქართველოსთვის, გახდეს ნატო-ს წევრი, უფრო მაღალია, ვიდრე უკრაინის. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ ეს შეიძლება, კომპრომისულად ჩათვალოს.

როგორც არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს პოზიციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ღრმა შეშფოთებით უყურებენ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ისტორიული შესაძლებლობა აქვს, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რადგან იქ რუსული ჯარი არ დარჩა. თუმცა, მისი თქმით, ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ დამატებით ცდილობენ, რუსეთის პოზიციები და ქმედებები გაამართლონ.

ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა.