ალექსეი არესტოვიჩის განცხადება

რუსებს რეზერვისტები არ ჰყოფნით და ახლა მოხალისეებს აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ეძებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას სამი მიმართულებით განაახლებენ. ესენია ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა – კიევი, ხარკოვი და მარიუპოლი. არესტოვიჩმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ომის მე-17 დღეს რუსეთის ჯარს უპრეცედენტოდ დიდი დანაკარგები აქვს.