„აკუსტიკა“ „ელექტრონავტის“ გამარჯვებულია 

საქართველოს პირველი არხის პროექტი „აკუსტიკა“ წლის საუკეთესო მედიის ნომინაციაში „ელექტრონავტის“ გამარჯვებული გახდა. „აკუსტიკა“ მუსიკალური პროექტია, რომელსაც ცნობილი მუსიკოსები, კომპოზიტორები, ფოლკლორისტები და მომღერლები სტუმრობენ.

გადაცემა „აკუსტიკა” პანდემიის პერიოდშიც არ გაჩერებულა და მისი შემოქმედებითი გუნდი ყოველდღიურად სთავაზობდა მაყურებელს ცნობილი, თუ ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა მუსიკოსების მიერ იზოლაციის პირობებში ჩაწერილ მუსიკალურ პროგრამას – „სახლიდან სახლში“. პროექტი კვლავ რჩება ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკალურ პროექტად თავისი აქტუალური კონცეფციის დამსახურებით.

აკუსტიკა

 

დატოვე კომენტარი