#ახალიდღე ხვალ „საქართველოს ვარსკვლავის“ ნახევარფინალია

ხვალ მუსიკალური მეგაპროექტის „საქართველოს ვარსკვლავის“ ნახევარფინალია. ქართველი კომპოზიტორების ტურში პროექტს თამარ ლაჭყეპიანი გამოეთიშა.

გამარჯვებისთვის ბრძოლას ხუთი კონკურსანტი აგრძელებს. ნახევარფინალში თითოეული მათგანი ორ სიმღერას შეასრულებს. „საქართველოს ვარსკვლავში“ ქართული და უცხოური ჰიტების ტურია.

ფინალამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი და კონკურსანტების მღელვარებაც იზრდება. ისინი მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან.

ავტორები: სოფო ივანიძე, გიორგი სიგუა.

საქართველოს ვარსკვლავი

დატოვე კომენტარი