ახალი სივრცე თელავის სალოტბარო სკოლისთვის

თელავის სალოტბარო სკოლას კეთილმოწყობილი სივრცე გადაეცა. სივრცე თელავის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გამოიყო. ახალი სამუშაო გარემო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ პაატა გულიაშვილთან და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორთან ერთად მოინახულა.