ახალი სერვისი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტებისთვის

ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო დაწესებულებები იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ახალი სერვისის ამოქმედებისთვის ემზადებიან. დიუშენის გარდა, საუბარია სპინალურ კუნთოვანი ატროფიისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებზე, რომლებიც სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების მომსახურებას მიიღებენ.

ჯანდაცვის მინისტრი პროგრამაში ჩართვის მსურველი კლინიკების წარმომადგენლებს ხვდება. დისკუსია გაიმართა ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში. დაათვალიერა დიაგნოსტიკისა და ამბულატორიის განყოფილებები. ესაუბრა მედიკოსებს. ახალი სერვისი, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება, პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებს ითვალისწინებს.