ახალი საკონსტიტუციო სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთი ხმაურიანი საქმის შესასწავლად ემზადება. სარჩელის ავტორი საპოლიციო უფლებამოსილების შეზღუდვას ითხოვს. მოსარჩელე პოპულარული რეპ ჯგუფის ბირჟა მაფიას ერთ-ერთი წევრია.

თუ სასამართლო გიორგი ქებურიას მოთხოვნას დააკმაყოფილებს, სამართალდამცველებს მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოქალაქეების ჩხრეკის უფლება ჩამოერთმევათ.

მომღერლის მოთხოვნას მხარდამჭერები არასამთავრობო სექტორშიც ჰყავს. საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული შვიდი მუხლის დაცვა პარლამენტს მოუწევს.