თბილისი 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის შეხვედრებს მასპინძლობს. დღეს მინიტურნირის მეორე ტურის შეხვედრები ტარდება. ამ წუთებში საქართველოსა და აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩის მეორე ტაიმი მიმდინარეობს. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ვადამდე მოიპოვებს ელიტრაუნდის საგზურს.
შეხვედრას გეგი კიკაბიძე ესწრება და ის ახლა “მოამბის” პირდაპირ ეთერს უერთდება – როგორ მიმდინარეობს შეხვედრა?