გურჯაანში უკრაინის ჩერნიგოვის ოლქიდან ჩამოსული ბავშვებისა და მოზარდებისთვის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონის, ჩერნიგოვის სპორტული სკოლის 43 მოსწავლე და მათი თანმხლები პირები საქართველოში უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის – ლიუდმილა მარჩენკოსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის ინიციატივით ჩამოვიდნენ.
ათი დღის განმავლობაში მოზარდები ახაშენის სასტუმროში იქნებიან დაბინავებულები და სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით თუ გასართობ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.