ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, ახალგაზრდობის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, ზაფხულის მუსიკალური საღამო გაიმართა. საკონცერტო პროგრამით მაყურებლის წინაშე ჯგუფი „ურსა“, ანდრია გველესიანის ბენდი და DJ გიგა პაპასკირი წარდგნენ. მალთაყვის სანაპიროზე მთელი სეზონის განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალური, სპორტული და კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობს.