ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყრილობა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 27-ე საერთო კრება იმართება. ახალგაზრდა იურისტები წევრებს 2019 წლის სამუშაო ანგარიშს წარუდგენენ. ანგარიშში საია-ს ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობაა წარმოდგენილი.

დღევანდელ შეკრებაზე წევრები იმსჯელებენ, თუ რა გამოწვევები არის ქვეყანაში. ასევე წარადგენენ 2020 წლის სტრატეგიას, სადაც მნიშვნელოვან ადგილს ადამიანის უფლებების დაცვა იკავებს. დღევანდელ კრებაზე შვიდი ახალი წევრიც აირჩევა.