ახალაიას სასამართლო პროცესი

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს  ბრალდების მხარის მტკიცებულებები, დაიკითხა საქმეში დაზარალებულად ცნობილი სამართალდამცავი, რომელმაც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა. სხდომას ბრალდებული ახალაიაც ესწრებოდა და ის დახურულ რეჟიმში გაიმართა.

ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.