აკაკი ჯინჭარაძე პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველმა პარაათლეტმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პარასპორტსმენს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ცხრა მედლით დაასრულა, რაც ისტორიული შედეგია. ქართველებმა ჯამში სპორტის ექვს სახეობაში იასპარეზეს.