აღკვეთის ღონისძიება
წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლს ედავება, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და გადაზიდვას გულისხმობს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, თითქმის ორნახევარი კილოგრამი „ჰექსოგენი“ შემოიტანეს. გამოძიების ვერსიით, ნივთიერება ავლაბარში მდებარე სახლში უნდა მიეტანათ.
დაკავებულებიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც ტრანზიტულ რეისებზე მუშაობს, მეორე კი ის ადამიანი, რომელსაც საგამოძიებო მასალების მიხედვით, ტროტილის შემცველი ნივთიერება გადასცეს. როგორც ირკვევა, გამოძიება კიდევ ერთი მიმართულებით მიმდინარეობს – არის თუ არა რაიმე კავშირი ასაფეთქებელი ნივთიერებების საქმესა და ოპოზიციის მიერ თბილისში 4 ოქტომბერს დაანონსებულ გეგმებს შორის.