აფეთქებები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში

კიევისა და უკრაინის დიდი ქალაქების დაბომბვა გრძელდება – რუსეთმა დილიდან 83 რაკეტა ისროლა. დაიბომბა 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი. მარტო კიევში გარდაცვლილია ათი და დაშავებულია 30-მდე ადამიანი. მოსახლეობა თავს მეტროსადგურებში მოწყობილ თავშესაფრებს აფარებს. რუსეთი მკაცრად უპასუხებს, თუ უკრაინის ხელისუფლება გააგრძელებს ტერაქტების ორგანიზებას, ასეთია ვლადიმერ პუტინის მორიგი მუქარა.

ლევან ახალაია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით პირდაპირ ეთერში გვერთვება.