საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი იმართება. ღონისძიებას თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ესწრებიან. ისინი დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დავებზე და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებებზე ესაუბრებიან.