ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში

სამართალდამცავ სისტემაში განხორციელებული რეფორმები – საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

დისკუსიის მიზანი პოლიტიკურ ჯგუფებთან სამართალდამცავ სისტემაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და რეფორმის საკითხების გააქტიურება იყო. ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და პროკურატურაში რეფორმის პერსპექტივები განიხილეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ძალოვან სტრუქტურებში გატარდა მრავალი რეფორმა და პროცესი გრძელდება.