აჭარაში დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ვიცე-მერი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და სხვა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, სულ – 7 პირი, ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან, ისინი ადვოკატმა მოინახულა.
დაკავებულებს ბრალი ედებათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში. საქმე ბათუმში ე.წ. იაფი სახლის მშენებლობის ტენდერს უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით, ხმაურიანი განცხადებები ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზეც გაკეთდა.
თეა აბსარიძე დეტალებით.