აქციის დროს დაკავებული 36 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გვიან ღამით გათავისუფლდა. მათი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, 13:00 საათიდან განახლდება. მოსამართლემ ასევე „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საკითხზეც იმსჯელა, რომელიც ხელწერილით იყო გათავისუფლებული. მისი საქმის განხილვაც დღეს გაგრძელდება.
პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულების მხარდასაჭერად შეკრებილები იყვნენ როგორც ოპოზიციის ლიდერები, ასევე „სირცხვილიას“ აქტივისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს სულ 37 პირი დააკავეს.