7 ნოემბრის საქმეზე ბრალდების მხარემ დღეს ოთხი მოწმე დაკითხა. ისინი რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და საჯარო რეესტრის თანამშრომლები არიან.
ქარხნის თანამშრომლების განმარტებით, საწარმო თავდაპირველად ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა, შემდეგ კი ჯოზეფ ქეის მმართველობაში იყო.
ბრალდების მხარის განმარტებით, აღნიშნული ჩვენები ადასტურებს, რომ პატარკაციშვილს იძულებით დაათმობინეს ბიზნესწილები.
დაცვის მხარე კომენტარს არ აკეთებს.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.