56 ამბულატორიას სახელმწიფო დაფინანსება შეუჩერდა

56 ამბულატორიას სახელმწიფო დაფინანსება შეუჩერდა. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ის სამედიცინო დაწესებულებები, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13 000-ზე ნაკლებია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეთიშება. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ცვლილების მიზანი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდაა.

მისივე განმარტებით, მცირედ დასახლებულ დაბებში მოქმედ ობიექტებზე, ცვლილებები არ გავრცელდება. რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის დასაქმების საკითხს, თამარ გაბუნიას განმარტებით, მედიკოსები სამსახურის გარეშე არ დარჩებიან.