თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ალიკა ალაზოვის, გიორგი ოძელაშვილისა და გიორგი ელიზბარაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდა და რამდენიმე ექსპერტი დაიკითხა.
პროკურორის განცხადებით, მოწმეებმა ოფისში დაზიანებულ ნივთებზე ისაუბრეს. პროკურატურა დაკავებულებს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავდასხმას, უკანონოდ ოფისში შეჭრასა და „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარის დაზიანება-განადგურებას ედავება.