საქართველო-პოლონეთი პირველ არხზე

საქართველო-პოლონეთის საკალათბურთო ამხანაგურ მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება. გუნდს დღევანდელ შეხვედრაში კაპიტანი თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე სამი შეხვედრა უკვე ჩაატარა.

ტურნირამდე გუნდი ჩეხეთსაც ესტუმრება, ხოლო ევრობასკეტზე გამოსვლას 28 აგვისტოს, ესპანეთთან შეხვედრით დაიწყებს.

დღევანდელი  მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.