ლერი ხაბელოვი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ კომიტეტის მოქმედი ხელმძღვანელი იყო – ოლიმპიური ჩემპიონი, ხუთგზის მსოფლიოსა და ოთხგზის ევროპის ჩემპიონი, ლერი ხაბელოვი.
დელეგატებმა ასევე აირჩიეს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტები, გენერალური მდივანი, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და საპატიო წევრები. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომზადდა 35-წუთიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია დამოუკიდებელი ქართული ოლიმპიური მოძრაობის ისტორია. ასევე გამოიცა საიუბილეო კრებული. დღესვე იმართება სხვადასხვა ნომინაციაში 2024 წლის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებიან.