2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა
2027 წლის ბიუჯეტის პროექტი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება. ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, განათლების მიმართულებაში კი კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 800 მილიონი ლარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება მოიმატებს 90 მილიონი ლარით; პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით კაპიტალური ხარჯები შეადგენს 701 მილიონ ლარს; ნოემბრის ბოლოსთვის ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის საბოლოო ვერსია უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.