2027 წლის ბიუჯეტის განხილვა
პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს. დილიდან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირებული ვერსია ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსულობები 38 მილიარდ ლარს აღემატება. იზრდება ჯანდაცვის ბიუჯეტი. 70 წლამდე ასაკის მოქალაქეების პენსია პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარი გახდა და 415 ლარს შეადგენს. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია კი, 60 ლარით, 555 ლარამდე გაიზრდება.
ასევე მოიმატებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის, სოფლებში მომუშავე ექიმებისა და ექთნების, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლებისა და პერსონალის ხელფასები. ფინანსური დოკუმენტი ეკონომიკის ხუთპროცენტიან ზრდაზეა გათვლილი.