2026 წლის ბიუჯეტი

12:08, 10.12.2025

დღეს პარლამენტი 2026 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დაამტკიცებს. მომავალი წლის ბიუჯეტის ჯამური ოდენობა, 36,3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რეალური ეკონომიკური ზრდა კი – მომავალ წელს 5%-ით არის დაგეგმილი. 2026 წლისთვის პრიორიტეტად კვლავ ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები და ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება. მათ შორის, პროექტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნებისა და მანდატურების ხელფასების 20-პროცენტიანი ზრდა. ასევე, ათი პროცენტით იზრდება საჯარო მოხელეების ხელფასებიც.

ყველაზე მეტად, 90 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. განათლების სამინისტროს 87 მილიონი ლარი ემატება, 46 მილიონი ლარი დაემატება კულტურის სამინისტროს, სპორტის სამინისტრო კი 22 ნახევარ მილიონ ლარს მიიღებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტს 17 მილიონი ლარი დაემატება.

მსგავსი