„ევრო 2024“ საქართველოს პირველ არხზე

ევროპის ჩემპიონატი დაიწყო – A ჯგუფში ტურნირის მასპინძელმა გერმანიამ შოტლანდიას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა. გერმანია პირველივე წუთებიდან დიდ უპირატესობას ფლობდა და შესვენებამდე 3:0 დაწინაურდა, შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა კიდევ ორი გოლის გატანა შეძლეს. შოტლანდიელებმა მხოლოდ ერთხელ აიღეს კარი – მატჩის მიწურულს ბურთი საკუთარ კარში რუდიგერმა ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩი მერვედ მოიგო, რაც ტურნირის რეკორდია.

დღეს კიდევ სამი მატჩი გაიმართება – 16:50 საათზე უნგრეთი შვეიცარიას დაუპირისპირდება, 19:50 საათზე – ესპანეთი – ხორვატიას, ხოლო 22:50 საათზე იტალია – ალბანეთს. „ევრო 2024“-ის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.