საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას კვლავ არასრული შემადგენლობით განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდმა ავსტრიულ შეკრებაზე მესამე ვარჯიში გამართა, საწვრთნელ პროცესში კვლავ 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული.
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით მომავალი კვირიდან ივარჯიშებს. კონტინენტის პირველობამდე მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, „ჯვაროსნები“ 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.