რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – უკრაინელმა სამხედროებმა გასულ დღე-ღამეში ოთხი მიმართულებით ოკუპანტების 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ბახმუტის მიმართულებით რუსული ძალები შტურმს განაგრძობენ და ქალაქზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა უკრაინის ჯარების პოზიციებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ხუთი სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ერთ დღეში ექვსჯერ დაბომბა ოკუპანტების პირადი შემადგენლობა.