თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში წიგნის – „ვოლოდიმირ ზელენსკი გმირის ტყავში“ ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ფრანგმა ჟურნალისტებმა ომის მიმდინარეობისას დაწერეს და მასში გამოყენებულია რამდენიმე წლის განმავლობაში მომზადებული რეპორტაჟები და უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების პოლიტიკური ანალიზი.
წიგნის ავტორები არიან ფრანგი ჟურნალისტები რეჟის ჟანტე და სტეფან სიოანი. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ფრანგი ფოტოგრაფების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის ამსახველი ფოტომასალა.