უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ედიშერ კვარაცხელია სამშობლოში გადმოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ.
44 წლის ქართველი მებრძოლი ბახმუტთან იბრძოდა და 10 ოქტომბერს ტერიტორიის განაღმვის დროს დაიღუპა. ედიშერ კვარაცხელიას სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე ეკლესიაში გაიმართება.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 20 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.