სისასტიკე, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს, – „მოამბის“ მიერ გადაღებული უმძიმესი კადრები ჩერნიგოვის ოლქის ერთ-ერთი დასახლებიდან, რომელიც თითქმის მთელი თვის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების ტყვეობაში იყო. ჩვენი ჟურნალისტი რატი ხვისტანი და ოპერატორი დათო ცირიკიძე რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იაგოდნაიას დასახლებაში შევიდნენ. მანქანებში დამწვარი ადამიანები, ცხედრები ქუჩებში, სარდაფებში დამალული და უჰაერობისგან და შიმშილისგან გარდაცვლილი მოხუცები და მცირეწლოვნები, განადგურებული სახლები, ძარცვა-ყაჩაღობის უამრავი ფაქტი, – ასეთი სურათი დახვდა ჩვენს გადამღებ ჯგუფს იაგოდნაიას დასახლებულ პუნქტში, საიდანაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ალყაშემორტყმულ ჩერნიგოვის ოლქზე ავიაიერიშებს ახორციელებდა.
კადრები მძიმედ საყურებელია, ამიტომ გთხოვთ, არასრულწლოვნები ეკრანს მოარიდოთ.