იაგო ხვიჩია „ლელოს“ ლიდერებს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ ურჩევს. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯის შემთხვევაში, სასამართლოს სხვა ასეთივე გადაწყვეტილება ექნება, რომელმაც შეიძლება ეს საქმე უარესად დაამთავროს.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე დღეს უდავოდ დადასტურდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და პოლიტიკურ დევნაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.