​ მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში

მეჩვიდმეტე დღეა, ბაკურიანი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, სადაც წლის მთავარი სპორტული მოვლენა, მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. ჩემპიონატი პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, დარჩენილი ორი დისციპლინის ფინალები დღეს გაიმართება. დღესვე საქართველო დროშას გადასცემს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას – შვეიცარიას.

საქართველომ წარმატებით უმასპინძლა 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენს. ჩატარდა 30 ფინალი 7 სახეობაში. ხვალ კი ჩემპიონატის სოფელში, 25-იანების ტერიტორიაზე დახურვის ღონისძიება გაიმართება.